ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2012
რეკლამა
Singular
კომპიუტერული ტექნოლოგიები
გასული კვირა ძირითადად ჩიპმეიკერი კომპანიების აქტიურობით გამოირჩეოდა, თუმცა კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროს სხვა დარგებში მოღვაწე ბრენდებიც მეტ-ნაკლებად ცდილობდნენ სიახლეების შემოთავაზებას. დავიწყოთ AMD-თი. კომპანიის ხელმძღვანელობამ საბოლოოდ შეიგნო, რომ ჰაი-ენდ პროცესორთა ბაზარზე Intel-თან შანსი არ ჰქონდათ და მთლიანად გადაერთნენ გრაფიკული პროცესორების წარმოებაზე.
ექსკლუზივი

Bitdefender Total Security 2012

პროგრამული უზრუნველყოფა
Bitdefender სათავეს იღებს რუმინეთიდან და უკვე რამდენიმე წელია მეტ-ნაკლებად წარმატებით არსებობს ანტივირუსული პროგრამების დეველოპერთა კონკურენტულ სამყაროში. ზოგადად ანტივირუსები წლიდან წლამდე იხვეწებიან და ვითარდებიან მსგავსად ვირუსებისა, რომელთა წინააღმდეგაც უწევთ მათ ბრძოლა. თუმცა რიგითი მომხმარებლისთვის თუნდაც სახლის კომპიუტერის დაცვა მავნე სოფტისგან დღემდე პრობლემად რჩება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ანტივირუსის გამოყენების კულტურის არარსებობა ან საკითხისადმი ზერელე დამოკიდებულებაა.
კომპიუტერული ტექნოლოგიები
ყველას გაინტერესებთ ალბათ, თუ როგორ მზადდება თქვენს კომპიუტერებში არსებული პროცესორები და მათი კრისტალები, რომლებშიც ასობით მილიონი ტრანზისტორია ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს სტატია ეფუძნება Intel-ის საიტზე გავრცელებულ დოკუმენტაციას და აღწერს პროცესორის წარმოების უმთავრეს ფაზებს, კონკრეტულად კი Nehalem არქიტექტურის წარმოებას.
კომენტარი
სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მიმწოდებელი და ინტეგრატორი Telco Systems, რომელიც 2010 წლამდე საქართველოს ბაზარზე VoIP Net-ის სახელით იყო ცნობილი, 2012 წელს კადრების გაზრდასა და საქმიანობის არეალის გაფართოებას გეგმავს. კომპანიის სამომავლო გეგმების, მისი საქმიანობის და სერვისების შესახებ გაზეთი „ნავიგატორი“ Telco Systems-ის დირექტორს ირაკლი გულიაშვილს ესაუბრა.
კომპიუტერული ტექნოლოგიები
ელექტრონული პირადობის მოწმობა - ID ბარათი საქართველოში გამოჩენის დღიდან მწვავე სოციალური დებატების საბაბი გახდა. სოციალურ ქსელებში გახშირდა გამოკითხვები იმის შესასწავლად, თუ როგორ აფასებს საზოგადოება იუსტიციის სამინისტროს წლის ყველაზე ნოვატორულ პროექტად აღიარებულ ინოვაციას.
კომპიუტერული ტექნოლოგიები
გასული კვირა სავსე იყო არაერთი ტექნოლოგიური სიახლით, რომელთაგანც უმეტესობა საკმაოდ საინტერესო და შეიძლება ითქვას დამაინტიგებელიც კი გახლდათ. ყველაზე მეტი ინტერესი მაინც კორპორაცია Intel-ის ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაში მყოფი ჩიპის Ivy Bridge-EP/EX-ის ათბირთვიანი მოდელის არაოფიციალურმა ტესტირებამ დაიმსახურა. თუ რეალურად ეს ის ჩიპია რომელსაც მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის, მაშინ საქმე გვაქვს ზემძლავრ ტექნოლოგიასთან. Intel HyperThreading ტენოლოგიის მეშვეობით პროცესორი 10 ფიზიკური ბირთვიდან გვაძლევს 20 ნაკადს, რაც დესკტოპ პლატფორმის არსებობის ისტროიაში არ დაფიქსირებულა ჯერ. საინჟინრო ნიმუში 2.80 GHz სიხშირეზე მუშაობს.
თამაშები
- აქტიურჩამკეტიანი პოლარიზებული სათვალე (Active-shutter Polarized 3D Glasses). ეს უკვე სერიოზული წინსვლაა, ფანტასტიკური ეფექტი, მაგრამ ძვირადღირებული სიამოვნება. პოლარიზებული 3D მოითხოვს სპეციალურ სათვალესა და ეკრანს, და შესაბამის ვიდეო/სურათს. ყველაზე გავრცელებული და პოპულარული 3D სათვალე PC-სთვის, რომელიც “ultimate” გეიმერებისთვის მისწრებაა, ეს არის nVidia 3D Vision Kit.
საინფორმაციო საზოგადოება
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კანონპროექტების „შევაჩეროთ ინტერნეტ-მეკობრეობა“ (Stop Online Piracy Act – Sopa) და „დავიცვათ ინტელექტუალური საკუთრება“ (Protect Intellectual Property Act – Pipa) წინააღმდეგ რაიმე საპროტესტო აქცია არ განხორციელებულა, თითქმის არც ერთი ვებ მომხმარებელი მის შინაარს არ ეთანხმება და მიჩნიათ, რომ ორივე მათგანი საკმაოდ სახიფათო იყო თავისუფალი ცოდნისა და ინფორმაციის გავრცელებისათვის.