ოთხშაბათი, 16 აპრილი 2014
რეკლამა
Singular
კომენტარი
კომპანია „ორიენტ ლოჯიკი“, რომელიც უკვე 15წელია ერთ-ერთი წამყვანი IT კომპანია და სისტემური ინტეგრატორია საქართველოში, მზაობას გამოთქვამს ინფორმაციული უსართხოების დაცვისა და ტრადიციული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების გარდა, გარკვეული ძვრები განახორციელოს ბიზნეს გადაწყვეტილებების გაზრდის კუთხით.
„ამ მიმართულებით ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ განვახორციელეთ რამდენიმე პროექტი, მაგალითად კომპანია „ჯეოსელის“ სერვის დესკის ავტომატიზაცია. ამ პროექტებიდან მიღებულმა შედეგებმა მოიტანა გადაწყვეტილება, გავზარდოთ ჩვენი მომსახურება ამ კუთხით. გვაქვს გადაწყვეტილებები service desk-ის, CRM და Business inteligence–ის დარგში. ერთი წლის შემდეგ კი ERP სისტემების სრულ პაკეტს შევთავაზებთ კლიენტებს. ჩვენ არ ვჩქარობთ ამ კუთხით. „ორიენტ ლოჯიკის“ მიდგომა ასეთია; სერიოზული პროდუქტის და სერვისის ბაზარზე გასატანად, აუცილებელია დრო და საკმაოდ დიდი ინვესტიციების ჩადება. საჭიროა მომზადდეს კვალიფიციური კადრები, რომლებიც სათანადოდ შეძლებენ პრობლემის აღმოფხვრას და უმაღლესი დონის მომსახურების მიწოდებას,“ განაცხადა თემურ ლორთქიფანიძემ, „ორიენტ ლოჯიკის“ ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების დეპარტამენტის უფროსი.
კომპანიის საქმიანობის, სერვისების და სამომავლო გეგმების შესახებ გაზეთი „ნავიგატორი“თემურ ლორთქიფანიძეს „ორიენტ ლოჯიკის“ ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების დეპარტამენტის უფროსს და დავით დავითაშვილს, პროექტების მენეჯერს ესაუბრა.
ახლახანს Orient Logic-მა Headtechnology Azerbaijan-თან ერთად სპეციალიზებული სემინარი გამართა, სადაც Spector 360-ის პრეზენტაცია მოაწყო. რა გამოხმაურება და დაინტერესება მოჰყვა სემინარს ქართული კომპანიების მხრიდან?
თემურ ლორთქიფანიძე:
ეს იყო ერთ–ერთი სემინარი იმ კონფერენციების პაკეტიდან, რომლის გაგრძელებასაც უახლოესი ნახევარი წლის განმავლობაში ვგეგმავთ. სავარაუდოდ, ზაფხულში მოსალოდნელია კიდევ სამი სემინარის ჩატარება. ეს იყო ჩვენი პირველი აქტივობა ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებების პოპულარიზაციის კუთხით. ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებები ერთ–ერთი ყველაზე პრიორიტეტულია ჩვენს პორტფოლიოში ამ ეტაპზე, ვინაიდან მონაცემთა უსაფრთხოება ძალზე მნიშვნელოვანია კომერციული სეგმენტისთვის, განსაკუთრებით ფინანსური ორგანიზაციებისათვის. ამ სემინარზე წარმოვადგინეთ ორი ვენდორის მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებები, რომლებიც რამდენიმე კრიტერიუმის გამო ავარჩიეთ: ფუნქციონალობა და ბაზართან არსებული მოთხოვნების ადეკვატურობა. რა თქმა უნდა სემინარზე და მის შემდეგაც გამოხატული იყო ინტერესი, რასაც 4–5 საინტერესო პროექტი მოყვა როგორც საბანკო, ასევე სახელმწიფო სეგმენტში.
ცხადია, ჩვენს პორტფოლიოში არ არის მხოლოდ ერთი ვენდორის გადაწყვეტილებები. ჩვენ ვირჩევთ სხვადასხვა ვენდორის სხვადასხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც ცალკეულ პრობლემას შესაბამის დონეზე წყვეტს, ფასის, კლიენტის მოთხოვნიდან და საქმის სირთულიდან გამომდინარე. შესაბამისად, „ორიენტ ლოჯიკის“ ვენდორების რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება, ამ ეტაპზე მათი რაოდენობა 20 აჭარბებს. ჩვენი საქმიანობის მთავარი იდეოლოგია არის ის, რომ არ ვართ ვენდორზე ორიენტირებული კომპანია. ჩვენ ვირჩევთ ყველა იმ სერვისს ვენდორებისგან, რომელიც დაგვეხმარება სრულყოფილად გადავწყვიტოთ დამკვეთის პრობლემა.
რით გამოირჩევა Spector 360 სხვა გადაწყვეტილებებისგან, რატომ უნდა აირჩიოს იგი დამკვეთმა?
დავით დავითაშვილი:
გადაწყვეტილება შინაარსობრივად საკმაოდ საინტერესო სფეროს ფარავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორისთვის. Spector 360 არის გადაწყვეტილება პროდუქტულობის გაზრდისათვის. ეს სერვისი პირველ რიგში დაეხმარება მენეჯერს, მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს მისი სამუშაო ძალა, თანამშრომლების პოტენციალი. ხშირ შემთხვევაში თანამშრომლის არაეფექტური მუშაობა მხოლოდ მისი ბრალი არ არის, ეს არის არასწორი მენეჯმენტის ლოგიკური შედეგი. Spector 360არის არა სადამსჯელო ღონისძიებების გაწყვეტილება, არამედ საშუალება გამოვლინდეს ის პრობლემები, რაც თანამშრომლის არაეფექტურ მუშაობას იწვევს. Spector 360, პირველ რიგში, ორგანიზაციას აძლევს ანალიზის საშუალებას.
აპირებთ თუ არა კიდევ სხვა ვენდორების მიერ შემოთავაზებული ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებების ქართულ ბაზარზე შემოტანას?
დავით დავითაშვილი:
რა თქმა უნდა, დაცვა-უსაფრთხოების მიმართულებით კიდევ ვგეგმავთ სხვა ვენდორების მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებების შემოტანას, ვინაიდან ბაზარზე არსებულ მოთხოვნას მხოლოდ ერთი ან ორი ვენდორი ვერ გაწვდება. ეს ძალიან პერსპექტიული სფეროა. ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. იზრდება მოთხოვნა ისეთ სიღრმისეულ გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა DLP (data Lose preventions).
დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი კომერციული სტრუქტურა ხდება თანამედროვე IT ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებული. არავის არ უნდა სამედიცინო ბაზის, პირადი ან ფინანსური ინფორმაციების დაკარგვა. მსოფლიო გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ ინფორმაციული უსართხოების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ორგანიზაციისათვის. ამერიკაში მიახლოებით ტრილიონ ნახევარდოლარს მიაღწია ინფორმაციის დაკარგვით გამოწვეულმა ზარალმა.

თემურ ლორთქიფანიძე:
შესაძლებელია არა მარტო დაკარგვა, არამედ არსებობს ინფორმაციის გაჟონვის საშიშროებაც. არსებობს წინასწარ გაზომილი და გააზრებული, ან გაუფრთხილებლობის გამო ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევებიც. არ არსებობს ორგანიზაცია, რომელსაც მსგავსი საშიშროება არ ემუქრება. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას და პრევენციას ვთავაზობთ დამკვეთებს.
„ორიენტ ლოჯიკი“ გახდა Oracle-ის ოქროს და Dell-ის პრივილეგირებული პარტნიორი. რას ნიშნავს ეს კომპანიისთვის და თქვენი კლიენტებისთვის?
თემურ ლორთქიფანიძე:
თავად „ორიენტ ლოჯიკისთვის“ეს საკმაოდ სერიოზული გამოცდილების აღიარებას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიზრდებით და ვსწავლობთ მეტს. საშუალება გვაქვს მსოფლიოს ერთ–ერთ წამყვან კომპანიასთან თანამშრომლობით, სადაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ, პროფესიულ დონეზე გადავჭრათ საკმაოდ სერიოზული პრობლემები. შესაბამისად, კლიენტებს მეტი ნდობა უჩნდებათ ჩვენი სერვისის მიმართ.
„ორიენტ ლოჯიკი“ უკვე 15 წელია ერთ-ერთი წამყვანი IT კომპანია და სისტემური ინტეგრატორია საქართველოში, როგორ ახერხებს კომპანია ამ სტატუსის შენარჩუნებას?
დავით დავითაშვილი:
ჩვენ ვართ კლიენტზე და სერვისზე ორიენტირებული კომპანია. ჩვენთვის მთავარია არა რომელიმე ვენდორის პროდუქტის პოპულარიზცია, არამედ კლიენტის ინტერესების ბოლომდე დაკმაყოფილება. ეს საშუალებას გვაძლევს განვითარდეთ და მივცეთ ის სერვისი დამკვეთს, რაც მას სჭირდება. როდესაც დამკვეთი მოდის ჩვენთან, პირვველადი ამოცანაა მისი პრობლემის გამოვლენა. განვიხილავთ ერთად კონკრეტულ შემთხვევას და ვთვაზობთ გადაწყვეტილებების მთელ რიგ არჩევანს. ის ჩვენი რჩევების საფუძველზე თავად ირჩევს, რომელი გადაწყვეტილება შეეფერება მათ მოთხოვნებს და რომელი დაფარავს მათ პრობლემას მეტ-ნაკლებად სრულად. ასეთი მიდგომა განაპირობებს ჩვენი კომპანიის მიმართ ნდობას და მომავალ პარტნიორობას.
ვინ არიან თქვენი კორპორატიული კლიენტები და რა სპეციალური მომსახურების პაკეტები გაქვთ მათთვის?
თემურ ლორთქიფანიძე:
ამჟამად გვყავს 1000–ზე მეტი კორპორატიული კლიენტი, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვთანამშრომლობთ თითქმის მთელ კომერციულ სეგმენტთან; ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და ტელეკომთან. ასევე წარმატებით ვთანამშრომლობთ საჯარო სეგმენტთან.
დავით დავითაშვილი:
ჩვენ არ გვაქვს ცალმხრივი თანამშრომლობა, ვცდილობთ დამკვეთის გამოხმაურების საფუძველზე გავაკონტროლოთ იმ სერვისების ხარისხი, რასაც უზრუნველვყოფთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ რა მოსწონს, ან არ მოსწონს დამკვეთს, რა არის შესაცვლელი. სწორედ სახელმწიფო სეგმენტიდან მოდის ყველაზე ცოცხალი გამოხმაურება, რომ სხვა კომპანიებთან შედარებით უპირატესობით უკეთესობისკენ ჩვენ მივიწევთ.
თემურ ლორთქიფანიძე:
ჩვენი წარმატება განაპირობა ალბათ იმანაც, რომ ჩვენთვის ყველა კლიენტი ერთნაირად მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვართ ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ მსხვილ კომპანიებზე აკეთებს ორიენტაციას. შესაძლებელია რომელიმე მცირე ორგანიზაცია გარკვეული დროის შემდეგ დიდ კომპანიად გადაიქცეს. ჩვენთვის თითოეული ორგანიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, თითოეული მათგანისთვის გვაქვს ადეკვატური და ინდივიდუალური სერვისი.
რა პროდუქტი თუ სერვისია ქართულ ბაზარზე დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი?
თემურ ლორთქიფანიძე:
შემიძლია გიპასუხოთ ჩვეენი კომპანიის გამოცდილებიდან გამომდინარე. როგორც იცით, ჩვენ ვართ არა პორდუქტზე, არამედ სერვისზე ორიენტირებული კომპანია, რომელსაც არჩეული აქვს გარკვეული სტრატეგიული ხაზი, გაყიდოს გადაწყვეტილებები, რომელიც შეესაბამება ბაზარს და იქ არსებულ მოთხოვნებს. შესაძლოა რომელიმე გადაწყვეტილება, ან სერვისი ჯერჯერობით არ იყოს მოთხოვნადი ბაზარზე, მაგრამ თუ მის მომავალს ვხედავთ, აუცილებლად დავიწყებთ მის განვითარებას. უამრავი მსგავსი პროდუქტი თუ გადაწყვეტილება გვქონდა, რომელიც საქართველოს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებზე ადრე შემოვიტანეთ. გარკვეულწილად მისიონერულ ფუნქციასაც ვითავსებთ. „ორიენტ ლოჯიკის“ გამოცდილებით ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებების გარდა ძალიან მოთხოვნადია IT ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია, ასევე ყველა ის სერვისი, რომელიც ვირტუალიზაციასთან, ღრუბლოვან გადაწყვეტილებებთან არის დაკავშირებული. სავარაუდოდ ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები არც თუ ისე შორეულ მომავალში მსოფლიო ბაზრის საკმაოდ დიდ ნაწილს დაიკავებს.

ავტორი:ნინა ბურჯანაძე

რეკლამა