ფლორიდაში მოქმედი კომერციული სამდიცინო ქსელი Simply Healthcare Plans მომდევნო სამი თვის განმავლობაში პაციენტების ბიომეტრიული იდენტიფიკაციისთვის ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს.
2010-03-30 15:52 უკრაინა ბიომეტრიული პასპორტების გამოსაშვებად ტექნიკურად მზად არის უკრაინა ბიომეტრიული პასპორტების გამოსაშვებად ტექნიკურად მზად არის. უკვე არსებობს შემუშავებული სერტიფიცირებული ნიმუშები და ყველა ის შესაძლებლობები, რაც აუცილებელია ბიომეტრიული პასპორტებსა და ევროპული ტიპის საიდენტიფიკაციო პლასიკური ბარათების დასამზადებლად, მაგრამ ქვეყნის კანონმდებლობა ამ პროცესისთვის ჯერ მზად არ არის.
2009-08-27 17:04 ავსტრალია ბიომეტრიულ მონაცემებს სხვა ქვეყნებსაც გაუზიარებს
მონაცემები იმ პირთა თითის ანაბეჭდების შესახებ, რომლებიც ავსტრალიის საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევისთვის იქნებიან დაკავებულები, ხელმისაწვდომი კანადისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისთვისაც გახდება.
2009-08-05 18:22 ბიომეტრია სამედიცინო საინფორმაციო სისტემის დასაცავად
კალიფორნიის სამედიცინო ცენტრმა Sharp Healthcare-მ კორპორატიული სამედიცინო საინფორმაციო სისტემის მომხმარებელთათვის ბიომეტრიული იდენტიფიკაციის სისტემა დანერგა.
2009-07-28 20:49 2010 წლიდან საქართველოში ბიომეტრიული პასპორტების გაცემა დაიწყება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მომავალი წლის პირველი კვარტლიდან ბიომეტრიული პასპორტების გაცემას დაიწყებს. ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. 16 ივლისს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული პასპორტების ბეჭდვისთვის საჭირო 1,1 მილიონი ევროს ღირებულების აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა გადაეცა.
2009-07-16 17:16 ესპანეთი და აშშ ბიომეტრიულ მონაცემებს გაცვლიან
აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების მინისტრმა Janet Napolitano-მ და ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა Alfredo Pérez Rubalcaba-მ უწყებების თანამშრომლობის შესახებ სპეციალურ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
2009-07-10 17:26 საუდიის არაბეთი ბიომეტრიულ ვიზებს ნერგავს
მომავალი წლიდან საუდიის არაბეთი იმ უცხოელი მოქალაქეთათვის, რომლებიც ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას დააპირებენ, ბიომეტრიული ვიზები გაცემას დაიწყებს.
2009-07-02 16:23 ბიომეტრია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების წინააღმდეგ
კანადის პროვინცია ონტარიოს აზარტული თამაშების კორპორაცია(Ontario Lottery and Gaming Corporation-OLG) მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა დაწესებულებაში ვიზიტორთა ბიომეტრიული იდენტიფიკაციის სისტემის დანერგვისთვის ემზადება.
2009-06-26 19:48 შენგენის ვიზები ბიომეტრიული გახდება
ევროპის საბჭომ შენგენის ზონის ყველა ქვეყანაში მოკლევადიანი ვიზების ერთიანი წესებით გაცემას მხარი დაუჭირა.
2009-06-12 18:22 ბიომეტრიული სისტემა ბრიტანეთში ორ მილიონ ადამიანს მოემსახურა
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საიმიგრაციო კონტროლის ბიომეტრიული სისტემა, რომელიც ქვეყანაში უკვე თითქმის სამი წელია ფუნქციონირებს, ორ მილიონ ადამიანს მოემსახურა.
2009-05-22 19:15 განაში ამომრჩევლების ბიომეტრიული იდენტიფიკაცია მოხდება
განის 7 ძირითადი პოლიტიკური ძალა საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 2012 წელს დანიშნული მორიგი არჩევნების სანდოობასა და გამჭვირვალობას მხოლოდ ამომრჩეველთა ბიომეტრიული იდენტიფიკაციის დანერგვა უზრუნველყოფს.
2009-04-15 19:32 ყურები პაროლის ნაცვლად?
არავინ არაა დაზღვეული პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპარვისგან, რასაც შესაძლოა უამრავი უსიამოვნება მოჰყვეს.
2009-04-10 19:18 კალიფორნიის უნივერსიტეტმა ბიომეტრიული ტექნოლოგიები დანერგა
ამერიკის კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტმა აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებასთან მოქმედი დასვენებისა და გართობის ცენტრში დაშვების კონტროლის ბიომეტრიული სისტემა დანერგა.
2009-04-03 17:26 აშშ-ს სასამართლო სისტემა ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენებას აფართოებს
აშშ-ს ერთიანი სასამართლო სამსახური, რომლის ფუნქციებსაც პირობით გათავისუფლებული მოქალაქეებისა და საპროცესო პროცედურების თვალყურის დევნება წარმოადგენს, ბიომეტრიული იდენტიფიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებას აფართოებს.
2009-03-31 19:08 შვეიცარიის ხელისუფლება ბიომეტრიული პასპორტების აუცილებლობაზე საუბრობს
შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა ეველინ ვიდმერ-შლუმპფმა განაცხადა, რომ ბიომეტრიული პასპორტები ქვეყნის მოქალაქეების თავისუფლად გაადაადგილების გარანტიას წარმოადგენს და ამასთან, მათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაყალბებისგანაც დაიცავს.
2009-03-31 19:07 კანადა ბიომეტრიული ვიზების შემოღებას გეგმავს
უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში კანადაში ბიომეტრიული ვიზები ამოქმედდება. ამის შესახებ კანადის პარლამენტში საიმიგრაციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კლოდეტ დეშენემ განაცხადა.
2009-03-20 18:20 ბიომეტრიული ჩემოდანი მფლობელს თითის ანაბეჭდებით იცნობს
მოგზაურობის მოყვარულებს შეუძლიათ ნივთების დაკარგვის აღარ შეეშინდეთ. კომპანია Heys USA უახლოეს მომავალში Biocase-ის ჩემოდნების გაყიდვას იწყებს, რომლებშიც თითის ანაბეჭდების წამკითხავი საკეტი იქნება ინტეგრირებული.
2009-02-27 19:26 ინდოელი მეთევზეები ბიომეტრიულ საიდენტიფიკაციო ბარათებს მიიღებენ
მუმბაიზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ინდოეთის ფედერალურმა ხელისუფლებამ ქვეყნის ყველა სანაპირო რეგიონის მეთევზეებისთვის ბიომეტრიული საიდენტიფიკაციო ბარათების გაცემა გადაწყვიტა.
2009-02-19 17:45 ბიომეტრიული სისტემა მაჰარაშტრას მუნიციპალიტეტში
ტანეს მუნიციპალური საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა Subash Hazare-მ უწყებაში სამუშაო დროის ბიომეტრიული სისტემის დანერგვის დაწყების შესახებ განაცხადა.
2009-02-12 20:42 ინდოეთში ბიომეტრიულ ბანკომატებს დანერგავენ
ინდოეთის State Bank უახლოესი ორი თვის განმავლობაში გუჯარათის შტატში 150 ბიომეტრიული ბანკომატის ამოქმედებას გეგმავს.
2009-02-06 13:03 ისარელი-ეგვიპტის საზღვარზე ბიომეტრიული სისტემა ამოქმედდა
ისრაელის აეროპორტების სამმართველოს განცხადებით, ეგვიპტის საზღვარზე, კონკრეტულად კი საკონტროლო-განშვებ პუნქტ ტაბაზე, კომპიუტერულმა ბიომეტრიულმა სისტემამ დაიწყო მოქმედება.
2009-01-29 21:42 ავსტრალიელები ბიომეტრიას ენდობიან
ბიომეტრიული იდენტიფიკაციის ტექნოლოგიების მიმართ მომხმარებლების დამოკიდებულების გამოვლენის მიზნით კომპანია Unisys-მა მორიგი კვლევა ჩაატარა.
2009-01-12 12:08 ბრუნეის საერთაშორისო აეროპორტში ბიომეტრიული სისტემა ამოქმედდა
ბრუნეის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მოქალაქეთა იმიგრაციისა და რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიგრაციის კონტროლის ავტომატური ბიომეტრიული სისტემის ამოქმედების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
2008-12-30 19:34 ტაივანში ბიომეტრიული პასპორტების გაცემა იწყება
ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბიომეტრიული პასპორტების გაცემის დაწყებასთან დაკავშირებით უკვე სპეციალური საიტი გახსნა
2008-12-30 19:33 ადამიანების იდენტიფიცირება ენის ფორმით
ჰონკონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბიომეტრიული კვლევების ცენტრში იდენტიფიკაციის ახალი ტექნოლოგია დამუშავდა.
ფილიპინების საარჩევნო კომისიამ(Commission on Elections — Comelec) იმ მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო, რომლებიც 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.
2008-12-04 20:04 ისრაელმა НР-ისთან კონტრაქტი გააფორმა
ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ НР-სთან ბიომეტრიული პირადობის მოწმობების დამზადებასთან დაკავშირებით კონტრაქტი გააფორმა.
2008-12-03 19:06 ჩეხეთში ბიომეტრიულ პასპორტებს ბავშვებიც აიღებენ
ჩეხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბიომეტრიულ პასპორტებს, რომლებზეც თითის ანაბეჭდები იქნება დატანილი, 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებიც აიღებენ.
2008-11-26 19:49 ბრიტანეთში მყოფი უცხოელები ბიომეტრიულ ID ბარათებს იღებენ
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ უცხოელებზე, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ახალი ბიომეტრიული საიდენტიფიკაციო ბარათების გაცემა დაიწყო.
2008-10-13 14:10 პენტაგონმა ბიომეტრიის მიმართულებებით პრიორიტეტები განსაზღვრა
აშშ-ს არმიის სპეციალურმა კომისიამ, რომელიც ბიომეტრიის მიმართულებით(Biometrics Task Force — BTF) მუშაობს, საქმიანობის ის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა, რომელსაც პენტაგონის ბიუჯეტი დააფინანსებს.
2008-10-03 11:53 აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ ბიომეტრიული კომპეტენციის ცენტრი გახსნა
საერთაშორისო ბიომეტრიულმა ჯგუფმა(International Biometric Group — IBG) აშშ-ს იუსტიციის სამინისტროსგან 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ეს სახსრები მთლიანად ბიომეტრიული კომპეტენციის ცენტრის შექმნაზე დაიხარჯება.
2008-09-12 22:08 კანადელი ფინანსისტები ბიომეტრიას ირჩევენ
კანადური კომპანია Praxis Group, რომლის მთავარ საქმიანობას კერძო და კორპორატიული მომხმარებლებისთვის ფინანსურ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს, დკომუნტბრუნვის ახალ სისტემაზე გადავიდა.
2008-09-11 18:50 სამუშაო დროის ბიომეტრიული გაანგარიშება
კომპანია Canyon Ranch-მა, რომელიც აშშ-ში სასტუმროების ქსელს, კურორტებსა და სპა-სალონებს ფლობს, სამუშაო დროის გაანგარიშების ბიომეტრიული სისტემა დანერგა.
2008-09-10 19:10 თითის ანაბეჭდები ფულის ნაცვლად
უახლოეს მომავალში მომხმარებლები სხვადასხვა პროდუქციისა და სერვისის შეძენისას, თითის ანაბეჭდებსა და თვალის ფერად გარსს გამოიყენებენ.
2008-08-25 18:32 საუკეთესო ტექნოლოგია ხმით იდენტიფიკაციისთვის
აშშ-ს სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ნაციონალურმა ინსტიტუტმა(NIST) ხმით ინდეტიფიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით მორიგი კვლევა ჩაატარა.
2008-08-01 19:02 ბიომეტრიული სკანერი ონლაინ-გამოცდებს გააკონტროლებს
ტრადიციული განათლების ნაცვლად ონლაინ-სწავლებას მსოფლიოში სულ უფრო მეტი სტუდენტი ირჩევს, რის გამოც პროფესორ-მასწავლებლები დიდი ხანია ფიქრობენ, დისტანციური გამოცდების გაკონტროლების მექანიზმზე.
2008-07-21 19:07 ყველა იტალიელი თითის ანაბეჭდებს ჩააბარებს
იტალიის ყველა მოქალაქეს თითის ანაბეჭდების ჩაბარება მოუწევს. ეს მონაცემები კი მათ საიდენტიფიკაციო ბარათებში-პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში განთავსდება.