2006-09-04 14:36 3G ქსელი ქართულ ბაზარზე #20.2006
საქართველო გახდა პირველი ქვეყანა დსთ-ში, სადაც მესამე თაობის (3G) მობილური კავშირგაბმულობის ლიცენზიების გაცემა დაიწყო. მართალია, 3G-ს საცდელი ზონები რუსეთშიც და დსთ-ს სხვა ქვეყნებშიც უკვე დიდი ხანია შექმნილია, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი მათგანი კომერციულ ექსპლუატაციაში გაშვებული არ არის.
2006-09-04 14:34 უფასო ზარები IP ტელეფონიის საკუთარი სერვერით #17.2006
წარმოიდგინეთ სიტუაცია: ხართ საზღვარგარეთ, ვთქვათ, გერმანიაში და იქიდან თბილისში, თქვენი სახლის სატელეფონო ნომრით რეკავთ ნებისმიერ ადგილას. ან პირიქით, თბილისში, ქალაქის ნომერზე გირეკავენ ახლობლები, თქვენ კი მათ ზარებს გერმანიიდან პასუხობთ.
2006-09-04 14:12 “Beeline” საქართველოში #28.2006
2007 წელს, საქართველოში კომერციულ საქმიანობას "Beeline”-ის ბრენდით კომპანია "ვიმპელკომი” დაიწყებს. რუსეთის ერთ-ერთმა უდიდესმა ფიჭური კავშირის ოპერატორმა საქართველოში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ლიცენზია რამდენიმე დღის წინ შეიძინა.
13-16 მარტს, თბილისში, საგანმანათლებლო ინტერნეტ ქსელების განვითარების საკითხებზე მოსალაპარაკებლად 18 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა. სასტუმრო "თორში" მიმდინარე სამუშაო თათბირზე ნატოს "ვირტუალური აბრეშუმის გზის" და ევროკავშირის "კავკასიის და ცენტრალური აზიის საგანმანათლებლო ქსელების ინტერნეტით უზრუნველყოფის" პროექტების განხილვა მოეწყო.
2006-09-04 14:03 დისტანციური საბანკო მომსახურება საქართველოში #9.2006
თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით კლიენტებისთვის დისტანციური საბანკო მომსახურების მიწოდება არც თუ იშვიათი მოვლენაა. საქართველოში დღესდღეობით არსებული 18 კომერციული ბანკისგან, ამა თუ იმ სახის დისტანციური სერვისი 13 ბანკს აქვს დანერგილი.
2006-09-04 13:54 3 მლნ ევრო სამხრეთ კავკასიაში e-განათლებაზე #8.2006
წელიწადნახევარში საქართველოში ფუნქციონირებას დაიწყებს დისტანციური სწავლების ცენტრი, სადაც ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი გაერთიანდება. პროექტს სახელწოდებით "დისტანციური განათლება” ევროკავშირის დაფინანსებით გერმანული კომპანია "IMC” (Information Multimedia Communication) ახორციელებს.
2006-09-04 13:51 საქართველოში მობილური გაცნობის სერვისი გაჩნდება #7.2006
ფლირტი, გაცნობა, ანონიმური მეგობრობა ვირტუალურ სამყაროში – ძალიან მალე ამისთვის მხოლოდ მობილური ტელეფონი იქნება საკმარისი. მსოფლიოში მობილური გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვისი – "SMS-გაცნობა”, ცოტა ხანში საქართველოში გაჩნდება.
2006-09-04 13:48 მოპარული ტელეფონის გამოყენება შეუძლებელი გახდება #4.2006
საქართველოში ფიჭური ქსელის აბონენტთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ მობილური ტელეფონის დაკარგვასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მასიური ხასიათი მიიღო.
2006-09-04 12:26 ქართული საკომუნიკაციო ბაზარი 2005 წელს #50.2005
2005 წელს, საქართველოს კავშირგაბმულობის ბაზარზე მრავალი საინტერესო სიახლე მოხდა. ეს კი როგორც ფიქსირებულ, ასევე მობილურ კავშირს შეეხება. წლის მანძილზე მიმდინარეობდა საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, ჩნდებოდა ახალი კომპანიები, ბაზარზე უკვე დიდი ხნის დამკვიდრებულები კი დამატებით სერვისებსა და მომსახურებებს ნერგავდნენ.
2006-09-04 12:22 მობილური კონტენტის განვითარება საქართველოში #48.2005
მოთხოვნილება მობილურ კონტენტზე საქართველოში სულ უფრო და უფრო იზრდება. ამას კი ორი ძირითადი მიზეზი აქვს. ერთი ის, რომ სისტემატურად მატულობს ფიჭური კავშირის აბონენტთა რაოდენობა და მეორეს მხრივ ის, რომ ბაზარზე შემოდის ახალი, თანამედროვე მობილური აპარატები
2006-08-31 18:52 მალე მობილური აპარატების სერტიფიცირება დაიწყება #28.2005
8 ივლისს, საქართველოში, ამერიკის სავაჭრო პალატაში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც კავშირგაბმულობის სფეროში ახალი პროექტის განხილვას მიეძღვნა. ეს პროექტი საქართველოში ევროკავშირში მოქმედი "შესაბამისობის დეკლარაციის” შემოღებას ითვალისწინებს.
უახლოეს მომავალში, საქართველოში მობილური ტელეფონის მფლობელებს შესაძლებელია ანგარიშსწორების ახალი სისტემა შესთავაზონ. მობილური ტელეფონის მეშვეობით ფულადი გზავნილების განხორციელების მექანიზმი, ყველა დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობას მისცემს, აწარმოოს როგორც სხვადასხვა სახის გადახდა და მართოს საკუთარი საბანკო ანგარიში, ასევე შეასრულოს ფულადი გადარიცხვები სხვა პიროვნებასთან.
2006-08-31 18:44 მობილური აპარატების საგარანტიო რემონტი #20.2005
მობილური ტელეფონის შეძენისას მყიდველი, როგორც წესი, ძირითად ყურადღებას აქცევს ამა თუ იმ მოდელის ფუნქციონალურობას და ღირებულებას, მისი საგარანტიო პირობები კი, უმეტეს შემთხვევაში, უკანა პლანზე იწევს. არადა ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა, როცა შეძენიდან პირველივე თვეს, ნაქები და მრავალფუნქციონალური ტელეფონის ერთი ან სულაც რამდენიმე ფუნქცია უცებ მწყობრიდან გამოდის.
2006-08-31 18:42 ქართული მობილური სერვისების მიმოხილვა #12.2005
უახლოეს მომავალში საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის მომხმარებელთა რაოდენობა შესაძლებელია 1 მილიონს გაუტოლდეს. 2004 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით, მხოლოდ კომპანია "მაგთიკომის” აბონენტთა რაოდენობამ 555 555 ადამიანი შეადგინა.
2006-07-16 22:43 მობილური ვირტუალური ოპერატორები (#22.2006)
ყველასთვის კარგად ცნობილი კომპიუტერული ტექნიკის და უკვე მუსიკალური ფლეერების მწარმოებელი კომპანია Apple სულ მალე მობილური ტელეფონის გამოშვებას აპირებს. ეს ყოვლად გამართლებული სტრატეგიაა, რადგან მომხმარებელს აღარ სურს შეიძინოს მისთვის საჭირო აუდიო, ვიდეო, საკომუნიკაციო და ფოტო აპარატურა ცალ-ცალკე. ერთ მოწყობილობაში გაერთიანებული ყველა ეს შესაძლებლობა გაცილებით უფრო მომხიბვლელია.
2006-07-16 22:40 CDMA –პერსპექტიული უმავთულო ტექნოლოგია (#19.2006)
კოდური დაყოფის პრინციპზე დამყარებული მრავალჯერადი დაშვების სისტემა - ტექნოლოგია CDMA (Code Division Multiple Access) ჯერ კიდევ 30-იან წლებში გაჩნდა. აღნიშნულ უმავთულო ტექნოლოგიას კავშირის განხორციელებისათვის, ძირითადად, სამხედროები იყენებდნენ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საბჭოთა კავშირში.
2006-07-16 22:29 მობილური მარკეტინგი (#14.2006)
2006 წლის 5-7 აპრილს, ლას-ვეგასში საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება CTIA WIRELESS 2006 ჩატარდა. კონფერენცია CTIA WIRELESS 2006-ს 90 ქვეყნის 35 ათასი დელეგატი ეწვია. CTIA WIRELESS 2006 -ის ფარგლებში ორგანიზებულ იქნა გამოფენა, რომელზეც ტექნოლოგიური კომპანიების 1000-ზე მეტი სტენდი იყო წარმოდგენილი.
კომპანია Nokia-ს წარდგენა არ სჭირდება. ყველა მშვენივრად იცნობს ამ კომპანიის მიერ წარმოებულ უმაღლესი ხარისხის ტელეფონებს. შესაძლოა მალე საქართველოსთვის და ქართველი მომხმარებლისთვის სულ ახალი ერა დაიწყოს Nokia –თან ერთად. კორპორაციისთვის საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვანი რეგიონია და შესაბამისად, ის ბევრ საინტერესო მოქმედებას აპირებს ჩვენს ქვეყანაში.
2006-07-16 22:10 ახალი მოდელები GSM კონგრესზე (#7.2006)
დღევანდელ ჩვენს მიმოხილვაში გვინდა უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ იმ ახალ მოდელებზე, რომლებიც რამდენიმე ხნის წინ, ბარსელონაში, GSM კონგრესზე იყო წარმოდგენილი. ზოგიერთი მოდელი მართლაც უნიკალურ მახასიათებლებს შეიცავს, როგორც ტექნოლოგიური, ასევე დიზაინერული თვალსაზრისით.
1994 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო 3GSM კონგრესი მობილური სამყაროსათვის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას წარმოადგენს. კონგრესზე მობილური სამყაროს ლიდერი კომპანიები თავიანთ ტექნოლოგიურ სიახლეებს წარმოადგენენ, ასევე განიხილავენ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებმაც დარგის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.
2006-07-09 13:45 როგორ ვისარგებლოთ ინტერნეტით უფასოდ
ინტერნეტით უფასო მოხმარების საკითხისადმი მიდგომას გაერთიანება FON (www.fon.com) გვთავაზობს. ამ ორგანიზაციის მთავარი ლოზუნგია - უმავთულო ინტერნეტი ყველგან და ყოველთვის და რაც მთავარია, უფასოდ.