ახალ ნომერში წაიკითხავთ


   პროგრამული უზრუნველყოფა »

icon 2006-08-18
LFS: დისტრიბუტივი საკუთარი ხელებით (ნაწილი 6)
ფაქტობრივად, ბოლო რამ დაგვრჩა მოსამზადებელი. როდესაც ოპერაციული სისტემა იტვირთება, ის საჭიროებს მოწყობილობათა რამდენიმე კონტექსტის არსებობას /dev დირექტორიაში, კერძოდ კი console-სა და null-ის (არ დაგავიწყდეთ გაფრთხილება, რომელიც წინა სტატიაში გაგიკეთეთ – მუშაობის დაწყების წინ მიაერთეთ ვირტუალური ფაილური სისტემები /proc და /sys და მხოლოდ ამის შემდეგ შეასრულეთ ბრძანება chroot (იხ. წინა სტატია)). ახლა კი, მოდით, შევქმნათ console და null (იხ. სურ. 1).

icon 2006-08-17 21:21
LFS: დისტრიბუტივი საკუთარი ხელებით (ნაწილი 5) # 38.2005
დღევანდელი სტატია შედარებით მოკლე იქნება. იმედია, მოყვანილ ბრძანებებს არ შეუშინდებით და მედგრად გააგრძელებთ ინსტრუქციების შესრულებას. სინამდვილეში, კარგად რომ დაუკვირდეთ, ძალიან ბევრ ნაცნობსა და სავსებით გასაგებ ბრძანებას ამოიკითხავთ (შეიძლება უბრალოდ ოდნავ უცნაურ ფორმაში).

icon 2006-08-17 21:16
LFS: დისტრიბუტივი საკუთარი ხელებით (ნაწილი 4) # 37.2005
დღევანდელ სტატიაში სავარაუდოდ მოვრჩებით დროებითი სისტემის აწყობას. ამის შემდეგ lfs მომხმარებელი უკვე აღარ დაგვჭირდება. დროებით სისტემაში სრული ადმინისტრაციული უფლებებით შევალთ და სრულყოფილ Linux სისტემას დავაკომპილირებთ.

icon 2006-08-17 21:03
LFS: დისტრიბუტივი საკუთარი ხელებით (ნაწილი III) # 36.2005
 ვაგრძელებთ სისტემის აგებას. სანამ დავიწყებდეთ, თქვენი ყურადღება მინდა შევეჩარო ერთ-ერთ უსიამოვნო გარემოებაზე. როგორც აღმოჩნდა, სახელმძღვანელოს რუსული თარგმანი საკმაოდ უზუსტო და არასრულფასოვანია, ასე რომ, ნუღარ სარგებლობთ.

icon 2006-08-17 20:52
LFS: დისტრიბუტივი საკუთარი ხელებით (ნაწილი 2) # 35.2005
 სანამ ჩაყვინთავდეთ საკუთარი დისტრიბუტივის აწყობის ჩახლართულ პროცედურაში შეამოწმეთ, უჭერს თუ არა თქვენი სისტემა მხარს ჩვენთვის საჭირო შესაძლებლობებს.

icon 2006-08-17 20:51
LFS: დისტრიბუტივი საკუთარი ხელებით (ნაწილი 1) # 34.2005
როგორც უკვე ვიცით, Linux-ის დისტრიბუტივთა სიმრავლე გამაოგნებელია. ამასთან ძალიან ხშირად ზოგიერთები სერიოზულად დავობენ რომელიმე კონკრეტული დისტრიბუტივის უპირატესობაზე, რაც მე არ მესმის. ფუძეში ხომ ერთი და იგივე სისტემა დევს.

icon 2006-08-17 20:48
TTS-ები Linux-ში # 32-33.2005
საკითხი, არსებობს თუ არა tts-ები Linux-ის ქვეშ, მე ოპერაციული სისტემის დაყენების პირველი დღიდან მაწუხებდა. თავიდან ძიების პროცესი მეტად უშედეგო და იმედგამაცრუებელი იყო. ან Google-ის ხმარება არ ვიცოდი იმ დღეებში, ან კიდევ უბრალოდ ბედი არ მწყალობდა.

icon 2006-08-17 20:46
Windows თამაშები Linux-ის ქვეშ # 31.2005
აქამდეც მივედით როგორც იქნა. სინამდვილეში სულ თავიდანაც შემეძლო, რომ დამეწერა, მაგრამ სამწუხაროდ, საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოსატვირთი ბმული დამეკარგა და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წამამდე მას ვეძებდი გამწარებული.

icon 2006-08-17 20:45
ზოგადად Linux-ის შესახებ # 30.2005
რაგინდ გამწარებული ლინუქსოიდი არ უნდა იყო, რაღაც მომენტში მაინც დაგჭირდება რაიმე Windows პროგრამის გაშვება. თუნდაც იმიტომ, რომ ამას შეფი გთხოვს სამსახურში.

icon 2006-08-17 20:42
iptables: Linux-ის firewall # 29.2005

 რა ოპერაციული სისტემის ქვეშაც არ უნდა იჯდეთ, ინტერნეტში გასვლისას დაცვა მაინც დაგჭირდებათ. ანუ firewall-ის გარეშე – არსად. Linux-ში ხართ თუ Windows-ში მნიშვნელობა არა აქვს.



icon 2006-08-17 20:40
KDE 3.4: სიახლეები # 28.2005
 GNOME-ს ვერ შევეჩვიე. მართალია არა ნაკლებ ლამაზი და აწყობადია, მაგრამ რატომღაც მაინც KDE მირჩევნია. ოდნავ უფრო სწრაფიც არის და საერთოდ. დღემდე GNOME-ს, ერთი მეტად მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნდა, KDE-სთან შედარებით (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში) ეს გახლდათ gdm-ი, ანუ გრაფიკული სარეგისტრაციო ფანჯარა, რომელიც სისტემაში დაშვებას აკონტროლებს.

icon 2006-08-17 20:34
iPod-ი და Linux-ი # 27.2005
დავა იმაზე, თუ რომელი სისტემა ჯობია, Linux-ი თუ Windows-ი, უკვე დიდი ხანია რაც მიდის. ამასთან ორივე მხარის არგუმენტები საკმაოდ დამაჯერებლად და დასაბუთებულად გამოიყურება. მაგალითად უეჭველია, რომ Linux-ი ერთი ორი თავით უფრო უსაფრთხო და ხარისხიანია.

icon 2006-08-17 20:29
CompTIA Linux+ # 26.2005
 ნამდვილ ცოდნას ვერაფერი ვერ შეცვლის. ვერანაირი დიპლომი, თუნდაც ყველაზე ავტორიტეტული და სახელგანთქმული სასწავლებლიდან გამოტანილი. ცოდნა – ცოდნაა და უეჭველად მთავარია. მაგრამ მოცემული მტკიცება, სამწუხაროდ, არც ისე ურყევია სინამდვილეში როგორც ერთი შეხედვით ჩანს – როგორც კი საქმე დასაქმებამდე მოდის, დიპლომის საკითხი აუცილებლად ამოცოცდება ხოლმე.

icon 2006-08-17 20:27
ვაყენებთ Ubuntu–ს # 24.2005
კარგით, წინაზე თუ მიმოვიხილეთ, დღევანდელზე – დავაყენოთ. სხვათაშორის პროცესი მეტად გამარტივებულია და მას, ალბათ, ნებისმიერი დამწყები მომხმარებელი მოერევა. ერთადერთი რთული მომენტი მხოლოდ ლოგიკური ფართების გადანაწილებისას შეიძლება წარმოიშვას. თქვენი ძლიერი მხარე თუ არ არის – მოერიდეთ. მართალია, ექსპერიმენტირების მომხრე ვარ, მაგრამ პროცესის განმავლობაში საკუთარ მეტად ძვირფას ფაილებს თუ გაანადგურებთ, მერე სად მივდივართ?

icon 2006-08-17 20:25
Ubuntu – Linux for Human Beings # 23.2005
ჯერ კიდევ 1984 წელს, ანუ 20 წლის წინ, უფასო პროგრამულ უზრუნველყოფაზე და მითუმეტეს უფასო ოპერაციულ სისტემაზე არაფერი იყო ცნობილი. აქა და იქ მიმოფანტული ახალგაზრდა სპეციალისტები და სტუდენტები იძულებულნი იყვენენ ასობით დოლარი გადაეხადათ მათთვის საჭირო პროგრამულ საშუალებებში.

icon 2006-08-17 20:23
cron დეტალებში. at. sleep.# 22.2005
წინა გაკვეთილზე შევქმენით ჩანაწერი crontab ფაილში, დღეს კი მოდით, ცოტა გავაფართოვოთ და დავხვეწოთ ის, რათა უკეთესად მოვარგოთ საკუთარ საჭიროებებს. როგორც შევთანხმდით, გვჭირდებოდა შემხსენებელი, რომელიც დღის 15 საათსა და 55 წუთზე გამოაგდებდა ეკრანზე მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ადგომის აუცილებლობის შესახებ.

icon 2006-08-17 20:16
დაგეგმვა. cron. # 21.2005
რა საჭიროა ამოცანების დაგეგმვა? გამოცდილი მომხმარებლებისთვის პასუხი ამ კითხვაზე ნათელია - ბევრი რამისთვის. ვთქვათ, ჩვენს მაღალსიჩქარიან ეპოქაში თქვენ  უწინდებურად dial-up-ს იყენებთ. როგორც ცნობილია, ღამ-ღამობით ტარიფები შესამჩნევად უფრო დაბალია. ანუ ღამე დიდი ფაილების ჩამოსატვირთად საუკეთესო დრო არის.

icon 2006-08-17 20:14
ჩატვირთვა. სისტემური პროცესები. # 20.005
ჩატვირთვას კომპიუტერი იწყებს BIOS-იდან. ამ უკანასკნელის ფუნქციებში შედის აპარატული უზრუნველყოფის საწყისი დიაგნოსტიკა და ასევე უმარტივესი ინტერფეისების რეალიზაცია მასთან.

icon 2006-08-17 19:44
BASH part 3 პროცესები და მათი მართვა # 19.2005
თითოეული ბრძანება, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, წარმოშობს პროცესს სისტემაში (ზუსტად ისევე როგორც ეს ხდებოდა Windows-ში). ზოგიერთი ბრძანება კი რამდენიმე პროცესს ერთად (Mozilla მაგალითად). როგორც ცნობილია, Linux დაფუძნებულია Unix-ზე და ამიტომ არის ჭეშმარიტი მრავალმომხმარებლიანი და მრავალპროცესიანი სისტემა.

icon 2006-08-17 19:21
BASH part 2 #18.2005
ვაგრძელებთ კონსოლისა და bash-ის სქრიფტული ენის შესწავლას. დღეს წინა სტატიაში შექმნილ hello_world სქრიფტს ცოტაოდენ გავართულებთ. კერძოდ კი, ჩავსვამთ ციკლში. მაგალითად შემდეგნაირად:

icon 2006-08-17 19:13
BASH part 1 # 17.2005
უკვე სისტემის თითქმისთყველა ასპექტს შევეხეთ. პერსპექტივაში გვაქვს TTS ძრავები, Windows პროგრამების გაშვება Linux-ის ქვეშ, firewall-ები და კიდევ ბევრი რამ. ასე რომ, დარჩით ჩვენთან. საკუთარი სურვილებიც გამოგზავნეთ. კითხვები თუ გაქვთ, ნუ გერიდებათ – დიდი რაოდენობით თუ დამიგროვდა, ერთი სტატია შეიძლება მთლიანად პასუხებს მივუძღვნა.

icon 2006-08-17 19:09
ფაილებთან მუშაობა კონსოლში #16.2005
Linux-ში უამრავი გრაფიკული მენეჯერია (KDE/GNOME/BlackBox), მაგრამ ამის მიუხედავად, ოპერაციების უმეტესობა უფრო მარტივად და სწრაფად მაინც კონსოლიდან სრულდება ხოლმე.

icon 2006-08-17 19:00
ვაფორმებთ KDE-ს #15.2005
KDE თავისთავად ძალიან ლამაზი გარემოა. მაგრამ თუ თქვენ ჩემსავით მოუსვენარი მომხმარებელი ბრძანდებით, ამდაგვარი ვითარება მაინც არ დაგაკმაყოფილებთ, რაგინდ ლამაზიც არ უნდა იყოს ის. აქ საუბარია ინდივიდუალურობაზე და არა საკუთრივ სილამაზეზე.

icon 2006-08-17 18:54
ფაილზე დაშვების უფლებები #14.2005
ვაგრძელებთ ნელ-ნელა კონსოლის ათვისებას. საერთოდ იმედი მაქვს, რომ თვითონაც მუშაობთ და მხოლოდ სტატიების გამოსვლას არ ელოდებით. ეცადეთ თქვენი ყოველდღიური ამოცანები ზუსტად Linux-ის საშუალებით გადაწყვიტოთ.

icon 2006-08-17 18:46
ფაილური სისტემის იერარქია #13.2005
შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ Linux-ში თითოეული ფაილი საკუთარი ტიპის მიხედვით, სპეციალურად მისთვის განსაზღვრულ ადგილას უნდა მდებარეობდეს. ეს ასე ჩანს უბრალოდ თავიდან, რომ დირექტორიების და ფაილების ნაკრებში არავითარი ლოგიკა არ არის.

icon 2006-08-17 18:40
apt-get #12. 2005
ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ შეიძლება პროგრამული პაკეტების დაკომპილირება ან  უკვე მზა მდგომარეობაში ჩამოტვირთვა. ყოველივე ამას ჩვენ სწავლის პროცესში კიდევ არაერთხელ შევეხებით და გადავიმეორებთ. დღეს გაჩვენებთ პროგრამების მოძებნის და დაინსტალების კიდევ ერთ საინტერესო და მოსახერხებელ გზას. ეს არის – apt-get.

icon 2006-08-17 18:38
Linux და ინტერნეტი #11.2005
როგორც ჩანს, ზოგიერთებს winmodem-ის დრაივერის დაკომპილირება არ გამოუვიდათ. აქ მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს, თუმცა, სავარაუდოდ, მაინც kernel-headers-ების ბრალი იქნება. საქმე იმაშია, რომ ამ უკანასკნელთა ვერსია ზუსტად უნდა ემთხვეოდეს ბირთვის ვერსიას. რამენაირი, თუნდაც უწვრილესი განსხვავებაც რომ იყოს, ნებისმიერი პროცესი, რომელიც მათ იყენებს -

icon 2006-08-17 01:50
Linux და Winmodem-ები #10.2005
დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ winmodem-ის მხარდაჭერის უზრუნველყოფის საკითხს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოცემული მასალა მხოლოდ winmodem-ების მფლობელებისთვის იქნება საინტერესო. პრობლემატური დრაივერის დაყენება, სისტემის მრავალ ასპექტს მოიცავს. D

icon 2006-08-17 01:44
ვაყენებთ Knoppix ვინჩესტერზე #9.2005
მეკითხებიან, რატომ არ ვამბობ არაფერს მოდემის კონფიგურირებაზე. ამის გარეშე ხომ შეუძლებელია ინტერნეტში გასვლა? სამწუხაროდ, ამგვარი შეკითხვების ავტორები, ალბათ, იმათ შორის იმყოფებიან, ვისაც შიდა soft-modem-ები უყენიათ. ანუ სხვანაირად – winmodem-ები. ამას იქიდან ვასკვნი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, .....

icon 2006-08-17 01:42
X-ები და მათი გრაფიკული მენეჯერები #8.2005
დროა ჩვენსა და Linux-ის გრაფიკულ ურთიერთობაში ცოტაოდენი კონსოლი გავურიოთ. Knoppix-ის დისტრიბუტივი CD-ROM-ზე (ე.წ. Live CD) ძალიან კარგია, მაგრამ დროა სერიოზულ რამეებს მივხედოთ (ახალი პროგრამების დაყენება, საკონფიგურაციო ფაილების რედაქტირება, დრაივერების განახლება და ა.შ.)

icon 2006-08-17 01:33
ვაქართულებთ Knoppix-ს და ვეცნობით გრაფიკულ გარემოს #7.2005

კარგით. წინა "გაკვეთილზე” შევქმენით საკუთარი საშინაო დირექტორია /home/knoppix და ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა დავიმახსოვროთ მიმდინარე კონფიგურაცია. ახლა მოდით, გამოვიყენოთ ეს ჩვენი მონაპოვრები რაიმე სასარგებლო საქმისთვის. მაგალითად, დავაყენოთ ქართული ფონტები.



icon 2006-08-17 01:30
Knoppix - ცვლილებების შენახვა #6.2005
იმისათვის, რომ Knoppix-ში თავი მასპინძლად ვიგრძნოთ და არა შემთხვევით გამვლელად, რაღაც-რაღაცეების შეცვლის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს. და ცუდი არ იქნებოდა, თუ ჩვენს მიერ შეტანილი ცვლილებები გადატვირთვის შემდეგაც დარჩებოდა.

icon 2006-08-17
Knoppix - პირველი გაცნობა #5.2005

იმედია, ყველამ ვიშოვეთ Knoppix? www.avoe.ge-ზე დევს ვერსია 3.4. სხვა რაიმე დისტრიბუტივი თუ გაქვთ, ცუდი არ არის, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მოცემული სტატიების ციკლი ზუსტად Knoppix-ის დისტრიბუტივის მიხედვით განვითარდება. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მას დისკიდან ვინჩესტერზე არ გადავწერთ და საკუთარი დისტრიბუტივის აწყობას არ დავიწყებთ. ახლა კი Knoppix-ს დავუბრუნდეთ.



icon 2006-08-17
Linux და მისი დისტრიბუტივები #4.2005
დასაწყისისთვის, ზედმეტი არ იქნებოდა, თუ გაარკვევდით საკუთარი თავისთვის ერთ მნიშვნელოვან საკითხს – რად გინდათ საერთოდ Linux? ის მიზეზი, რომ Linux უფასო ოპერაციული სისტემაა, საქართველოში ჯერჯერობით აქტუალური არ არის, რადგან მისი რომელიმე დისტრიბუტივის შეძენა შეიძლება იმდენივე დაგიჯდეთ, რაც სრულფასოვანი Windows XP (მეტი თუ არა).

icon 2006-08-17
გზა Linux-კენ (ნაწილი მესამე) #3.2005
25 აგვისტო ტრადიციულად ითვლება Linux-ის დაბადების დღედ, რადგან ზუსტად ამ დღეს ლინუსმა გაგზავნა ქსელში შემდეგი შინაარსის წერილი:

icon 2006-08-17
გზა Linux-კენ (ნაწილი ორი) #2.2005
მოვლენების ქრონოლოგიას ადამიანები სხვადასხვაგვარად იმახსოვრებენ ხოლმე – ზოგიერთები თანამდებობების მიხედვით, რომლებსაც იკავებდნენ, ზოგიერთები კი მანქანებით, რომლებსაც ატარებდნენ. ლინუსი იმახსოვრებდა – კომპიუტერების მიხედვით: Commodore VIC-20, Sinclair QL, IBM PC ...

icon 2006-08-17
გზა Linux-კენ #1.2005

როგორც ლინუსი ამბობს, ის არა კომუნიკაბელური ბავშვი იყო. გარკვეულ წილად ამაზე გარეგნობაც მოქმედებდა – გრძელი ცხვირი, დიდი კბილები, მაგრამ უფრო მეტად ის, რომ სხვა ბავშვების გართობები მას არ აინტერესებდა. იმ დროს, როდესაც ისინი გარეთ ფეხბურთს თამაშობდნენ, ლინუსი სახლში იჯდა და კომპიუტერულ პროგრამებს კრიფავდა.





Nokia X3:
  Nokia X3:



Nokia X6
  Nokia X6



Sony Ericsson XPERIA X2
  Sony Ericsson XPERIA X2



HTC Firestone
  HTC Firestone:



BlackBerry Curve 8520
  BlackBerry Curve 8520   


  ყველა მობილური


LG GW300
  LG GW300



Nokia 3720 classic:
  Nokia 3720 classic:



Motorola ROKR ZN50:
  Motorola ROKR ZN50:


  ITDC
© 2006 NAVIGATOR LTD - All Rights Reserved