|
ე. წ. "ციფრული ჟურნალი’’ Microsoft-გან, რომელიც ცნობილია სახელწოდებით Courier, სამომხმარებლო ბაზარზე წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება. იგი არც მეტი, არც ნაკლები, Apple – iPad-ის პასუხია. ოფიციალური მონაცემების თანახმად Courier-ის ჩარჩოს ზომები 12,7x 17, 78 სმ-ია. გახსნილ მდგომარეობაში მოწყობილობის სისქე 2,54 სმ-ს არ აღემატება. მობილური მოწყობილობა NVIDIA Tegra 2-ის პლატფორმის ბაზაზეა შექმნილი. მისი პროგრამული უზრუნველყოფა კი Windows CE 6-ს ეფუძნება. ხოლო ყევლაზე მთავარი დეტალი გახლავთ ის, რომ Microsoft Courier-ს Web-კამერა გააჩნია.
|