|
ACT-ის კვლევების მიხედვით საქართველოში ბოლო წლების მანძილზე სოციალური ქსელების როლი სულ უფრო აქტუალური ხდება. მონაცემების თანახმად 2009 წლის დასაწყისში ინტერნეტის მომხმარებელთა მხოლოდ 43% სარგებლობდა სოციალური ქსელებით, წელს კი ეს მაჩვენებელი 68 %-მდე ავიდა. რაც შეეხება უშუალოდ სოციალურ ქსელებს, ყველაზე პოპულარული რუსული საიტი Однокласники.ru-ა. თუმცა გასულ წელთან შედარებით მისმა რეიტინგმა იკლო, რადგან ბოლო ერთი წლის მანძილზე სოციალურ ქსელებში ჩართულთა უმრავლესობამ არჩევანი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქსელზე Facebook-ზე გააკეთა. თუ 2009 წელს ქართველ მომხმარებელთა 91 % სოციალური ქსელით Однокласники.ru სარგებლობდა, ხოლო Facebook-ს მხოლოდ 6 % მიმართავდა, წელს ეს მაჩვენებლები საგრძნობლად შეიცვალა. 2010 წელს ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლების 31 % აქტიურად არის ჩართული Facebook-ში. ხოლო Однокласники.ru-ს მომხმარებელთა რაოდენობამ 57 %-მდე იკლო.
|