|
რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა "ავატარის’’ გადაღების დროს Microsoft-ის ტექნოლოგიები გამოიყენა. სპეციალურად ამ პროექტისთვის მონაცემთა ციფრული დამუშავებისა და დაცვის სისტემა შეიქმნა, რომელსაც Gaia ეწოდება. ეს პროექტი სტუდია Lightstorm-თან თანამშრომლობით განხორციელდა და იგი უკვე შესრულებული გრაფიკული სამუშაოების შენახვისა და დაცვის საშუალებას იძლევა. "ავატარის’’ გადაღება არაერთი კამერითა და რაკურსით მიმდინარეობდა. Microsoft-მა ფილმის რეჟისორს სწორედ ამ მრავალრიცხოვანი ციფრული მასალის დასამუშავებელი ძლიერი სისტემა შესთავაზა. ეს გახლავთ Microsoft-ის მიერ განხორციელებული ყველაზე მასშტაბული IT-პროექტი.
|