| iPad Apple-გან გაყიდვაში აპრილში გამოვა |
|
Apple-ის ოფიციალური განცხადებით iPad ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვაში 3 აპრილიდან გამოვა. საუბარია მხოლოდ იმ ვერსიაზე, რომელსაც Wi-Fi მხარდაჭერა აქვს. რაც შეეხება ვერსიას, რომელსაც Wi-Fi და 3G-ს მხადრაჭერა გააჩნია, სამომხმარებლო ბაზარზე მხოლოდ აპრილის ბოლოს გამოჩნდება. ამ შემთხვევაში ნაკლებად გაუმართლათ ავსტრალიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, ესპანეთისა და შვეიცარიის მოსახლეობას, რადგან iPad-ის ყველა ვერსია ამ ქვეყნების ბაზარზე მხოლოდ მომდევნო თვის ბოლოს გამოჩნდება. |
|