|
კონკურსზე სახელწოდებით Brand Keys' 2010 Loyalty Index, სადაც ერთგული მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით შეფასდა ესა თუ ის ბრენდი, Apple-მა ორი მნიშვნელოვანი ჯილდო აიღო. სმარტფონებს შორის პირველი ადგილი iPhone-მა დაიკავა, ხოლო ნოუთბუქების კატეგორიაში კი MacBook-მა წინ გაუსწრო Windows-ის ბაზაზე შექმნილ ლეპტოპებს. რაც შეეხება კონკრეტული ოპერატორების ლოიალურობას ბრენდების მიმართ, iPhone-ს ჩვეულებრივ AT&T-ს სახელთან აკავშირებენ. ერთგულ მომხმარებელთა სიმპატიები ასევე Samsung-მა და Canon-მა დაიმსახურეს.
|