|
ახალი მაღაზია Google-გან _ ეს გახლავთ Google Apps Marketplace, რომელიც საოფისე ბიზნეს პაკეტის დანამტებზე და პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. ახალ მაღაზიაში 50-ზე მეტი კომპანიის შემოთავაზებაა განთავსებული. პროგრამულ უზრუნველყოფაზე მომუშავე კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ თავიანთი შემოთავაზებები Google-ის პაკეტში განათავსონ, რისთვისაც 100 ამერიკული დოლარის გადახდა მოუწევთ. მათ Google გაყიდვების 80 %- გადაურიცხავს. Google Apps ბიზნეს პაკეტი წელიწადში 50 ამერიკულ დოლარადაა ხელმისაწვდომი. მთლიანობაში Google-ის საოფისე პაკეტით 2 მილიონი კომპანია სარგებლობს.
|