|
ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" საიტზე არსებული ბიბლიოთეკის სტუმრებს ფონდი საშუალებას აძლევს ისარგებლონ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური მონაცემთა ბაზებით: EBSCO, Cambridge University Journals, Oxford University Journals. ეს არის ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელშიც თავმოყრილია აკადემიური სამეცნიერო სტატიები, პოლიტიკური მიმოხილვები, ბიზნესის ლიტერატურა და მრავალი სხვა, რომელიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გამოიცემა. ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება ბიბლიოთეკის ყველა მკითხველს. ამისათვის საჭიროა საიტზე დარეგისტრირება და სამომხმარებლო სახელისა და პაროლის გამოყენება.
|