|
Microsoft-მა ახალი ოპერაციული სისტემა Microsoft MultiPoint Server 2010 წარმოადგინა. იგი მომხმარებელთა ჯგუფს გარკევეული ინდივიდუალური ან ჯგუფური სამუშაოების ერთი კომპიუტერიდან ორგანიზების საშუალებას აძლევს, რაც მუშაობას გაცილებით ამარტივებს. სტანდარტული USB-ს საშუალებით მონიტორის, კლავიატურის, "მაუსის’’ მიერთების შემდეგ საერთო სერვერი საოფისე პაკეტის, ინტერნეტის და სხვა დამატებების მუშაობას უზრუნველყოფს. საკვანძო კომპიუტერი ყველა მონაცემს ინახავს და მომხმარებელს მუშაობის გაგრძელება სხვა კომპიუტერის საშუალებით შეეძლება. Microsoft-ის ახალი ოპერაციული სისტემა საგანმანათლებლო ორგანიზაციების, ბიბლიოთეკების, მუზეუმებისა თუ სხვა მცირე ბიზნესისთვისაა განკუთვნილი.
|