კომპანია BitDefender-ის პროდუქტი, რომელიც კომპიუტერული თავდასხმებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას წარმოადგენს, ამიერიდან Windows 7-თან თავსებადი იქნება. BitDefender-ის პროდუქტებზე მომხმარებელი იხილავს ემბლემას "თავსებადია Windows 7-თან’’. აღნიშნული სერთიფიკატი Microsoft-ის მიერ გაიცემა და იგი მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკუთარი გემოვნების მიხედვით აირჩიოს ესა თუ ის ანტივირუსი. სერთიფიკაცია BitDefender-ის ყველა პროდუქტმა გაიარა. ესენია: Antivirus 2010, Internet Security 2010 და Total Security 2010.