|
იუ-ჯი-თი პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მსოფლიო ლიდერი კორპორაცია ORACLE-ს ერთ-ერთი უმაღლესი საპარტნიორო სტატუსის "ORACLE Gold Certified Partner" მფლობელი გახდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, კორპორაცია ORACLE –ის ოქროს პარტნიორის სტატუსი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იუ–ჯი–თის სპეციალისტების მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს როგორც მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების აგებაში, ასევე კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის მიმართულებით. კორპორაცია ORACLE მსოფლიოს ერთ–ერთი ლიდერია კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. მის პროგრამულ სისტემებს როგორც ქსელურ და პერსონალურ კომპიუტერებზე, ისე მონაცემთა დამუშავებისათვის განკუთვნილ მძლავრ სერვერებზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყენებენ. 2010 წელს ORACLE-მა მსოფლიო IT ინდუსტრიის ერთ–ერთი ლიდერი მწარმოებელი SUN Microsystems შეიერთა და დღეს უკვე კორპორაციული ორგანიზაციებისთვის გადაწყვეტილებების სრული კომპლექსის მომწოდებელ კომპანიად გვევლინება.
|