|
Nokia აგრძელებს სმარტფონების წარმოებას და ამჯერად ფინური კომპანია ახალი მოდელის, C6-ის გამოსაშვებად ემზადება, რომელიც С სერიიდან რიგით მეორეა. პირველი მოდელი, C5 Nokia-მ სულ ცოტა ხნის წინ გამოუშვა, რომელიც ფასისა და ხარისხის კარგი შეთანხმებით გამოირჩევა. Nokia C6 ვიზუალურად N97-ს წააგავს და QWERTY კლავიატურითაა აღჭურვილი, ასევე გააჩნია სენსორული დისპლეი და 3G და GPS მხარდაჭერა. მობილური მოწყობილობა Symbian S60 5th Edition-ით იმართება. როგორც ცნობილია Nokia C6-ს მომხმარებელი მალე იხილავს.
|